ეთიკის კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებათა კრებული

17 ნოემბერი 2014

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის „მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ მხარდაჭერით გამოიცა ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების კრებული. კრებულში თავმოყრილია ეთიკის კომისიის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, დალაგებული თემატურად.

 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებს 2013 წლის 01 იანვრიდან ეძლევათ საშუალება ეთიკის კომისიას მომართონ წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით (ტელ: 2 200 262) ადვოკატის პროფესიული ეთიკის საკითხებზე და მიიღონ სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიის რეკომენდაციები სისტემატიურად ქვეყნდება ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ეთიკის კომისიის განყოფილებაში.

 

ეთიკის კომისია მადლობა უხდის EWMI-JILEP-ის პროექტს, რომლის აქტიური მხარდაჭერითაც ხელმისაწვდომი გახდა რეკომენდაციათა მიღება ადვოკატთათვის და ასევე ადვოკატებს, საინტერესო და მრავალფეროვანი შეკითხვებისათვის.

 

იხილეთ გამოცემა

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი